ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მცხოვრებლები და მძღოლები ამორტიზებული ბეტონის ფილების ასფალტის საფარით ჩანაცვლებას ითხოვენ. მათი განმარტებით, ზაფხულის სეზონზე ამ ქუჩის გამოყენებით, მძღოლები საცობებისთვის თავის არიდებას ცდილობენ, რაც ხშირად დაზიანებული ფილების გამო გახშირებული ავარიების მიზეზი ხდება.