მიწა, შენობები, ტყე, ბუნებრივი რესურსების განკარგვიდან და მართვიდან მიღებული შემოსავლები და საშემოსავლო და ქონების გადასახადიდან შემოსავალი – ის მთავარი წყაროებია, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტს უნდა ავსებდეს, თუმცა, ქართული რეალობა განსხვავებულია.
მათ შორის, ყველაზე სტრატეგიული ტურისტული ობიექტები, რომელიც ვიზიტორების სიმრავლით, შესაბამისად შემოსავლებითაც გამოირჩევა, ამ დრომდე სახელმწიფო საკუთრებაა, ადგილობრივ თვითმმართველობებს, ანუ მოსახლეობისთვის არანაირი სარგებლის მომტანი არაა.