დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი მიმალვაში იმყოფება

29 აგვისტო 2016, 00:00 4171 ნახვა

შსს-ს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გოდერძი თევზაძე, რომელსაც დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, მიმალვაში იმყოფება-აღნიშნულია მთავარი პროკურატურის განცხადებაში, რომლის თანახმადაც თევზაძეს, ბრალი, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით წარედგინა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ვინაიდან, გოდერძი თევზაძე თავს არიდებს გამოძიებას, დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი