„ოკუპაციის აღიარება და პუტინის დავალების შესრულება“ - აგვისტოს ომზე "ტვ იმედზე" გასულ ფილმს, ოპოზიცია რუსული ნარატივის გამეორებად აფასებს. აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის დავალებების ღიად შესრულებაზე გადავიდა და ამის დამადასტურებელია ეს ფილმიც.
სახელისუფლებო გუნდი ოპონენტების მოსაზრებას არ იზიარებს და განმარტავენ, რომ უმცირესობა სუბიექტურია. დაიწყო თუ არა 8 აგვისტოს ომი მიხეილ სააკაშვილმა - ეს კითხვა დღეს ჟურნალისტებმა პრემიერ-მინისტრსაც დაუსვეს.
სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "იმედმა" ფილმი საქართველოს ხელისუფლების დაკვეთით მოამზადა.