ღოღობერიძე დამკვირვებლად დარეგისტრირდა

29 აგვისტო 2016, 00:00 3585 ნახვა

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში დამკვირვებლად დაარეგისტრირა. საკითხი დღეს უსკოს სხდომაზე განიხილეს. ორგანიზაციისთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გააჟღერა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა. პეტრე ზამბახიძის თქმით, ის არ ეწინააღმდეგება აღნიშნული ორგანიზაციის დამკვირვებლად რეგიტრაციას, თუმცა მისი თქმით, კორუფციასთან ბრძოლის ცენტრი არჩევნებზე  ხელისუფლების ინტერესების გამტარებელი იქნება. ორგანიზაციის რეგისტრაციის ვადა 28 სექტემბერს იწურება. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი