სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 170 ათასი ლარის ღირებულების არადეკლარირებული, 2 კილოგრამზე მეტი ოქროს საიუველირო და 399,7 გრ ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონელი კანონდამრღვევ მოქალაქეებს სხეულზე მალულად მოთავსებული შემოჰქონდათ.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.