„კეზერაშვილის წარსული საქმიანობის მიმართ ჩვენს მოსახლეობას აქვს ერთმნიშვნელოვანი შეფასება"-მამუკა ბახტაძე

13 აგვისტო 2019, 13:01 1502 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით  გავრცელებული ინფრომაციის შეფასებისგან თავს იკავებს.

ბახტაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ პიროვნების  მიმართ მოსახლოებას შეფასება გაკეთებული აქვს.

„ბატონი კეზერაშვილის წარსული საქმიანობის მიმართ, იმ საქმეების მიმართ, რასთანაც ეს გვარი ასოცირდებოდა, ჩვენს მოსახლეობას აქვს ერთმნიშვნელოვანი შეფასება. არ ვთვლი, რომ საჭიროა მე რამე დავამატო ამ შეფასებას,“ - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ისრაელში იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი