იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება გრძელდება

13 აგვისტო 2019, 09:22 1219 ნახვა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორი კანდიდატი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადი ჩანტლაძე და დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე გაივლიან გასაუბრებას.

საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს კითხვები ქეთევან ცინცაძის მოტივაციასთან დაკავშირებით აქვს. არამოსამართლე წევრს აინტერესებს, რატომ გადაწყვიტა დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე ახლად დანიშნულმა ცინცაძემ უზენაეს სასამართლოში გადასვლა და რა დამსახურებით მოხვდა 50-კაციან სიაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში