პრეზენტაციაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აჭარის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ განაცხადა, რომ გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობაზე კონტრაქტი 2018 წელს დაიდო. ძირითადი სამუშაოები გზის მოსაწყობად დაწყებულია.
ბათუმის შემოვლითი გზა ქობულეთიდან ამ გზის გაგრძელებაა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ქობულეთის შემოვლითი გზა, საგზაო მოძრაობაში დადებით ტენდენციებს უკვე გამოსახავს, თუმცა დარჩენილი პრობლემების მოგვარებაზე ისევ მუშაობენ.
გზის მოწყობის ფარგლებში გაიჭრა 40 მეტრიანი გვირაბიც. სამუშაოებისთვის 2 მილიონ 900 ათასი ლარია გამოყოფილი და 2020 წელს დასრულდება