ტელეკომპანია რუსთავი ორის არქივის უკანონოდ გასხვისებასა და წლების განმავლობაში კომპანიის მიზანმიმართულად გაკოტრების მცდელობაში ადანაშაულებს ნიკა გვარამიას პაატა სალია. გვარამია ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და ამტკიცებს, რომ მას კანონი არ დაურღვევია.
სალია საჩივრის შეტანას სასამართლოში გეგმავს. ბრალდებების შესახებ გუშინ პაატა სალიამ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა, როცა ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილება განმარტა რუსთავი ორის გაყიდვასთან დაკავშირებით.