თბილისის „დინამომ“ უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებაზე აპელაცია შეიტანა.
კლუბი უეფას იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს რომლის მიხედვითაც, „ფეიენოორდს“ თბილისში, „დინამო-არენაზე“ 15 აგვისტოს უმაყურებლოდ უმასპინძლებს. ასევე, ფინანსური სასჯელის სახით კლუბს 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა და ვალდებულია, ტრიბუნებზე გამოფინოს ბანერი – #equalgame.
უეფას გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე, სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი.
უეფას სადისციპლინო კომიტეტმა კლუბის მიმართ მკაცრი სასჯელი ევროპის ლიგის მატჩზე აზერბაიჯანულ „გაბალასთან“ გულშემატკივრების სექტორში გამოფენილი ბანერის გამო გამოიყენა რომელზეც, უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის წევრების აზრით, ფაშისტური სიმბოლიკა იყო.
ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.