ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, ბათუმში 31 წლის ქალი დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით "პარაბელიუმის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 35 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს, რომლებზეც ექსპერტიზაა დანიშნული. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.