საკურორტო სეზონზე, გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, საქართველოს რკინიგზა თბილისიდან და ბათუმიდან ორივე მიმართულებით, ერთ რეისს ამატებს.
ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
მატარებელი 11 აგვისტოს გავა და შემდეგი განრიგით იმოძრავებს:
გასვლა- თბილისი — 09:05;
ჩასვლა-ბათუმი — 14:42;
გამოსვლა-ბათუმი — 18:30;
ჩამოსვლა- თბილისი — 00:07.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით/ ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.