ბულვარის კონცეფცია

19 აპრილი 2016, 00:00 5081 ნახვა

ბულვარის კონცეფციიის საკითხს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ეხმაურება. გიორგი მასალკინი  3 პუნქტიან გეგმაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ბულვარის განვითარების პროცესებში მოქალაქეები და სპეციალისტები უნდა იყვნენ ჩართულნი. დეპუტატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისფლებისაგან განსხვავებით ამ ხელისფლებამ ბულვარის სტრატეგიულ გეგმასთან დაკავშირებით დიალოგის წარმართვა დაიწყო, დიალოგი უშედეგო აღმოჩნდა. ბულვარის კონცეფციაზე მუშაობა კომპანია “დრიმ ლენდ ოაზისს” დაევალა, თუმცა საზოგადოების მოთხოვნა იყო, რომ აჭარის მთავრობას აღნიშნულ კომოანიასთან ხელშეკრულება შეეწყვიტა. კომპანიის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციისგან უკვე მიიღეს დადგენილება ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარებს. საკითხს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც გამოეხმაურა. არჩილ ხაბაძის თქმით, შეხვედრებში, რომლებიც კონცეფციასთან დაკავშირებით გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაციები და დაინტერესებული პირები იყვენენ ჩართულნი. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში