„წარმოიდგინე“ - ასე ჰქვია იაპონელი მხატვრის ისაო ტომოდას ნამუშევრების გამოფენას, რომელიც ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა. ნამუშევრებს შორის ძირითადად ქალების პორტრეტებია წარმოდგენილი. ისაო ტომოდა 200-მდე წიგნის ილუსტრატორია.
1970-იანი წლებიდან მოღვაწეობს კონტემპორარი არტის მიმართულებით. მისი ნახატების ნახვა დამთვალიერებელს 10 აგვისტომდე შეეძლება.