„ნებისმიერი ასეთი შეხვედრა ხელს უწყობს რუსეთის გავლენის განმტკიცებას“-ქეთევან ციხელაშვილი პუტინი-ხაჯინბას შეხვედრაზე

07 აგვისტო 2019, 17:20 1381 ნახვა

„ეს გახლდათ მორიგი შეხვედრა, ფიგურალური სვლა, რითაც რუსეთი ცდილობს ძალისმიერი პოლიტიკის ლეგიტიმაციას, ცალმხრივი აღიარების, რომელმაც ვერ ჰპოვა ვერანაირი მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობაში“-ასე გამოეხმაურა  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პუტინი-ჯახინბას შეხვედრას.

ციხელაშვილის განმარტებით, არა არის გასაკვირი, რომ ეს ხდება ამ დღეებში, მით უფრო, რომ ჩანიშნულია ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში და მგონია, რომ ეს სვლა დაკავშირებული იყო ე.წ ამ არჩევნებთან.

„ჩვენ მოვისმინეთ პუტინის მოწოდებებიც, თითქოს ეს პროცესი დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს და სტაბილურობას შეუწყოს ხელი. ამიტომ ვფიქრობ საკითხები, რომელიც იქ იქნა განხილული ერთგვარი ე.წ  წინასაარჩევნო სვლაც იყო.“

სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ ნებისმიერი ასეთი შეხვედრა ბუნებრივია კიდევ უფრო ხელს უწყობს რუსეთის გავლენის განმტკიცებას, კიდევ უფრო მეტი წინაპირობა და პირობა არის დაყენებული რუსეთის მხრიდან მეტი ზეგავლენა და კონტროლი მყარდება მთლიანად ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც რა თქმა უნდა არის მძიმე რეალობა და მძიმეა მათ შორის იქ მაცხოვრებელი ადამიანებისა და საზოგადოებისათვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი