„ვგმობთ  რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას“- უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

07 აგვისტო 2019, 16:01 1276 ნახვა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ  დაწყებულ  ომს, ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

„გამოვთქვამთ სოლიდარობას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში“-წერია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გააგრძელონ კონსოლიდირებული ზომების მიღება, რომლებიც მიმართულია რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგად დაზარალებული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენისაკენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი