თბილისის „საბურთალომ“ ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სანდრო ალთუნაშვილის და ლევან ყენიას გოლებით „არარატ-არმენია“ დაამარცხა. გასვლითი შეხვედრა ერევანში გაიმართა.
"საბურთალოს" თამაშს ერევანში 100-მდე ქართველი გულშემატკივრობდა.
ამ გუნდების საპასუხო მატჩი თბილისში, „მიხეილ მესხზე“ 14 აგვისტოს გაიმართება.