ქობულეთში ზღვაში 53 წლის კაცი დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა. მოქალაქეები აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას ყვებიან, რომ გარდაცვლილი ქობულეთის მკვიდრია. მათივე თქმით, იგი ზღვაში მდინარე კინტრიშის შესართავთან შევიდა და გაუჩინარდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ მაშველებმა გარდაცვლილის ცხედარი სასტუმრო "სანატორიუმის" მიმდებარე ტერიტორიასთან ამოიყვანეს.