საქველმოქმედო საღამო

28 აგვისტო 2016, 00:00 2393 ნახვა

ვაჟა ცისკარიძის დასახმარებლად, მორიგი  საქველმოქმედო კონცერტი ხვალ გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი შემსრულებლები: ნინი ბადურაშვილი, ვერიკო ტურაშვილი ანრი ჯოხაძე და სხვა მომღერლები. 27 აგვისტოს საღამო აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა შოუ პროგრამით გახსნა. შეგახსენებთ, ვაჟა ცისკარიძეს გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ის  რეაბილიტაციის კურსს თურქეთში გადის, რისთვისაც სოლიდური თანხა ესაჭიროება. დახმარების მსურველებისთვის გახსნილია საბანკო ანგარიშები.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში