უკრაინაში დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქე, ადმინისტრაციული ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლეს. ისინი არალეგალი მიგრანტები იყვნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს დეპორტაცია არ შეხებიათ, თუმცა ხუთივე პირს განესაზღვრა გარკვეული ვადა, რათა დატოვონ უკრაინის ტერიტორია.
ცნობისთვის, კიევში სამართალდამცავებმა არალეგალი მიგრანტები დააკავეს, რომლებიც ბაზარ „ტროეშჩინაში“ მუშაობდნენ. სულ 119 ადამიანი იყო დაკავებული