ზვიად კუპრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმის - საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითად განიხილა დასრულდა. მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს და მოსამართლეების კითხვებს უპასუხეს.
დაიკითხა მოწმე, რომელმაც გასაჩივრებული ნორმის პრაქტიკის შესახებ ისაუბრა. სარჩელის ავტორი ზვიად კუპრაძეა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული ნორმის დარღვევისთვის დამნაშავედ ცნო. დავის საგანს წარმოადგენს მოსამართლის შეურაცხყოფის ცნება. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მოსამართლის შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობის დაწესება, რომელიც არ განხორციელებულა უშუალოდ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, ხელი არ შეუშლია მართლმსაჯულების პროცესის მიმდინარეობისთვის, ბუნდოვანია.
უცნობია როდის გამოაცხადებს გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო, თუმცა არ არის გამორიცხული ეს ადრეც მოხდეს, რადგან სარჩელის ავტორი პატიმრობაში იმყოფება.