რეორგანიზაციაა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურებში ქვეყნის მასშტაბით. ერთი კვირის წინ გამოცემული ბრძანების თანახმად, ამას შესაძლოა შტატების შემცირება და სტრუქტურული ცვლილებები მოჰყვეს, თუმცა თანამშრომელთა შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროში უარყოფენ.
აქ ამბობენ, რომ არათუ შემცირება, არამედ გაძლიერება იგეგმება. რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს - შესაძლოა ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი მალე ცენტრალიზებული გახდეს და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს დაექვემდებაროს.