საზოგადოებრივ მაუწყებელზე კომერციული რეკლამის უფლება - საკონსტიტუციო სარჩელი

01 აგვისტო 2019, 18:05 1075 ნახვა

საია-მ საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე კომერციული რეკლამების განთავსების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე მიმართა.

სადავოდ ხდიან „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც უშვებს სამუშაო დღეების არასაუკეთესო დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებში რეკლამების განთავსებას. ორგანიზაცია არ ასაჩივრებს არასაუკეთესო დროს გასართობ გადაცემებში, ფილმებსა და სერიალებში, სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო კონკურსის და ფესტივალის ფარგლებში რეკლამის განთავსების კონსტიტუციურობას.  

მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ ამ ფორმით რეკლამების განთავსების შესაძლებლობა ქმნის საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებითი კომერციული გავლენის დამყარების საფრთხეს.    

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში