“სამოქალაქო ეზო” - საგანმანათლებლო პროექტი

01 აგვისტო 2019, 14:03 1366 ნახვა

საგანმანათლებლო პროექტი “სამოქალაქო ეზო” დედაქალაქის შემდეგ რეგიონებში ტარდება. პირველი შეხვედრა ბათუმში გაიმართა.  ზუბალაშვილის 38 ნომერში მდებარე სახლის ეზოში, რომელიც შეხვედრისთვის საგანგებოდ შეირჩა, ლექცია შოთა გუჯაბიძემ წაიკითხა.

კინორეჟისორი შეკრებილ საზოგადოებას ბათუმში გადაღებული ფილმების და მათთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიების შესახებ ესაუბრა.

პროექტი “სამოქალაქო ეზო” თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის მიერ დაფუძნებული “სამოქალაქო მოძრაობის” ინიციატივით ხორციელდება. შეხვედრები ბათუმის კიდევ რამდენიმე უბანსა და აჭარის მუნიციპალიტეტებშიც ჩატარდება.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი