მერიის ყოფილი თანამშრომლის დაჭრის საქმე

31 ივლისი 2019, 15:02 1067 ნახვა

მერიის ყოფილი თანამშრომლის დაჭრის საქმეზე ბრალდებულმა კახა მიქელაძემ და ირაკლი აბუსერიძემ ბრალი აღიარეს - ინფორმაციას გაზეთი ბათუმელები ავრცელებს.  

გამოცემის ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები  ბრალდებულებმა დასაშვებად და უდავოდ სცნეს. ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.  საუბარია ბათუმში 21 ივნისს მომხდარ ინციდენტზე.

ბათუმის მერიის ყოფილ თანამშრომელს ხელის, ასევე, თავის არეში  ჰქონდა ჭრილობები მიყენებული. გამოძიება კახა მიქელაძის მიმართ  ფიზიკური ძალადობის  მუხლით მიმდინარეობს, ხოლო  ირაკლი აბუსერიძეს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებაში ედება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი