ბათუმში დაჭრილ ერთ-ერთ ახალგაზრდას ოპერაცია ჩაუტარდა, ორი საავადმყოფოდან გაწერეს

31 ივლისი 2019, 14:23 2550 ნახვა

ბათუმში გვიან ღამით  დაჭრილ ერთ-ერთ ახალგაზრდას, რომელსაც ჭრილობა ბარძაყის არეში ჰქონდა მიყენებული  ოპერაცია  ჩაუტარდა.  ექიმის განმარტებით ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა პაციენტი ჯერ-ჯერობით რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

"შემოვიდა პაციენტი ბარძაყის არეში ჭრილობით, გარეგანი სისხლდენით, სასწრაფოდ შეყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში, გაუკეთდა ოპერაცია. დაზიანებული იყო ბარძაყის ვენა. სისხლდენა შევაჩერეთ, ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია. ჯერ-ჯერობით რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, სავარაუდოდ მალე ინტენსიური თერაპიის პალატაში გადაიყვანენ- განაცხადა  სისხლძარღვთა ქირურგმა  ლევან კოხრეიძემ.

რაც შეეხება ინცინდენტის დროს დაჭრილ კიდევ ორ ახალგაზრდას. სამედიცინო დაწესებულებაში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ  მათ ჭრილობები დაუმუშავეს და საავადმყოფოდან გაწერეს.

არსებული ინფორმაციით,  სამივე დაშავებული აზერბაიჯანის მოქალაქეა.

ბათუმში გვიან ღამით ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაჭრილია სამი მამაკაცი. სამივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ახალგაზრდებს ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში, სავარაუდოდ, დანით აქვთ მიყენებული. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი