სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის მიცემის ფაქტზე მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ შალვა თ-მ საცხოვრებელი ბინიდან მობინადრეთა გამოსახლების პროცესის დაჩქარების სანაცვლოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის ოფიცერს ქრთამის სახით 500 აშშ დოლარი შესთავაზა, ხოლო 300 აშშ დოლარი წინასწარ გადასცა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოქალაქეს, 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.