სკანდალური დოკუმენტი და სავარაუდოდ ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალი - ოპოზიცია აჭარის საგზაო დეპარტამენტის ყოფილ უფროსებს, ახლა კი მოქმედ მაღალჩინოსნებს კორუფციაში ადანაშაულებს. საუბარია ასობით ათას ლარზე და 2016-17 წლების ტენდერებზე.
ნახსენებია არათანაბარი კონკურენცია, დისკრიმინაციული მიდგომა, კონკრეტულ პირებზე პირობების მორგება და საბიუჯეტო თანხის არაეფექტიანად ხარჯვა. საპასუხო კომენტარები დღეს მთავრობის პრესსამსახურმა ჩაწერა და გაავრცელა. ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წარმატებული სამსახურის დისკრედიტაციას ცდილობს. ირწმუნებიან, რომ ყველა კითხვაზე აქვს პასუხი, თუმცა დღეს ჩვენი კითხვებისთვის არ უპასუხიათ.