აქიმიძესა და დვალს „რუსთავი 2“-ის, 40% შესთავაზე, რაზეც ბედნიერება ვერ შევატყე - ქიბარ ხალვაში

30 ივლისი 2019, 18:14 3156 ნახვა

„რუსთავი 2“-ის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს „რუსთავი 2“-ის 40% შესთავაზა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

„მე შევთავაზე, რომ ყოფილიყვნენ პარტნიორები, შევთავაზე 40 პროცენტი „რუსთავი 2“-ის, რაზეც ბედნიერება ვერ შევატყე, მაგრამ არც ის არის, რომ ხვალ შეიძლება საუბარი ვერ გაგრძელდეს. თვითონაც მითხრეს წინადადება, რომელიც ჩემი მხრიდან საფიქრალია, მოვიფიქრებ. კონკრეტულად არაფერ არ ვიტყვი. ამას ფიქრი უნდა. სხვადსხვა შეთანხმება იყო სხვადასხვა დროს და რომელი იქნება მუშა ვნახოთ. 

მათი პასუხი იყო, რომ არ ჩვენ ამ შეთავაზებას არ ვიღებთო, თუ სხვა იქნება მოვიფიქრებთო.

ერთ რამეს გეტყვით, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე არიან კარგი პიროვნებები, აბსოლუტურად კონსტრუქციული. ნებისმიერ დროს მათთან შეხვედრა არავითარ სიმძიმეს არ წარმოადგენს. ამიტომ, შეხვედრები შეხვედრები გაგრძელდება, შეიძლება ბევრჯერ შევხვდეთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ქიბარ ხალვაშმა.

რუსთავი 2-ის ახალ მფლობელთან შეხვედრის შემდეგ ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ განაცხადეს, რომ შეთავაზებაზე პასუხს დღეს არ იტყვიან.

''ქიბარ ხალვაში მართალია, ჩვენ არ დაგვაკმაყოფილა 40%-მა და ეს სახეზეც შეგვეტყო'', - უთხრა ჟურნალისტებს აქიმიძემ. 

2015 წელს ხალვაში დვალს და აქიმიძეს, რომლებიც არხის დამფუძნებლები არიან, რ2-ის წილის 50%-ს და მენეჯმენტს სთავაზობდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, 50% წილის გადაცემის შემთხვევაში ვინ იქნება ტელეკომპანიის ხელმძღვანელი? ხალვაში პასუხობს, რომ დვალს და აქიმიძეს 50% რომც მისცეს, დირექტორი მაინც პაატა სალია იქნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი