ოზურგეთის სასამართლო ელგუჯა ბაგრატიონისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

30 ივლისი 2019, 15:10 1726 ნახვა

ოზურგეთის სასამართლო ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრის ელგუჯა ბაგრატიონისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. გადაწყვეტილება მოსამართლე ციცინო როხვაძემ უნდა მიიღოს. ბრალდების მხარე 5 000 ლარიან გირაოს ითხოვს. ოპოზიციონერ დეპუტატს სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ედავებიან, რამაც 600 ლარის ზიანი გამოიწვია.

კონკრეტულად, დაზიანებულია შპს ''ურეკი რეზიდენსის'' კუთვნილი სათვალთვალო ვიდეო კამერა. პროკურორი ამბობს, რომ არსებობს ექსპერტიზის დასკვნაც. გარდა თანხისა, ბრალდების მხარე ითხოვს ელგუჯა ბაგრატიონს ''ურეკი რეზიდენსის'' კამერებთან 20 მეტრის რადიუსში მიახლოება აეკრძალოს და ასევე, კვირაში ერთხელ გამოცხადდეს პოლიციაში. არცერთ ამ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ ეთანხმება.

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრის ადვოკატი მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ არ არსებობს ელგუჯა ბაგრატიონის მიმალვის საფრთხე, რადგან ის გამოკითხვებზე დადიოდა და გამოძიებასთან თანამშრომლობდა. ქამადაძის თქმით, ექსპერტიზამ ასევე უნდა დაადგინოს რა ტიპის ზიანი მიადგა კამერას, ანუ კონკრეტულად რა დეტალი გაფუჭდა.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი