„ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის“-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი

30 ივლისი 2019, 10:53 1624 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას იმის თაობაზე, რომ სოხუმის აეროპორტში ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი, საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე გამოეხმაურა.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება აფხაზეთსა და სხვა ქვეყნებს შორის საერთაშორისო საავიაციო მიმოსვლის მიუღებლობის თაობაზე არის აფხაზეთის მთელი მსოფლიოსგან იზოლირების მორიგი, უკვე ჩვეული მცდელობა. ეს არ გამოუვათ. ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის" - წერს  დაურ კოვე.

26 ივლისს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო კოდი მიანიჭეს  და მისი რეაბილიტაცია იგეგმება. 

აღნიშნულ ინფორმაციას, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მეორე დღესვე განცხადებით გამოეხმაურა, სადაც წერდა, რომ "საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება".

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი