საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით დამატებითი ღირებულების გადასახადის ყალბი ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადები დაამზადა. თითქოსდა, ერთ-ერთი კომპანიის სახელით 96 000 ლარის ღირებულების ინერტული მასალის მიწოდება განახორციელა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 2-დან 4-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.