ბათუმის ახალ ბულვარში, განახლებული საბავშვო მოედანი გაიხსნა, სრულად შეიცვალა საფარი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ატრაქციონებს. პირველად ბათუმში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარებისთვის ადაპტირებული საქანელა დამონტაჟდა. პატარებს უფასო ნაყინითაც გაუმასპინძლდნენ.
მოეწყო ხატვის და ბოულინგის კუთხე. პატარები ერთმანეთს რგოლების სროლაშიც შეეჯიბრნენ. საბავშვო მოედნის რეაბილიტაციისთვის ბულვარის ბიუჯეტიდან 394 000 ლარი დაიხარჯა.