თუშეთში სამაშველო ოპერაციაში პოლიციის ვერტმფრენი და დამატებითი სამაშველო ბრიგადები ჩაერთო - შშს

27 ივლისი 2019, 16:10 4474 ნახვა

თუშეთის გზაზე, სადაც დღეს დიდი სიმაღლიდან მიკროავტობუსი  გადავარდა,  თბილისიდან სამაშველო და სასწრაფო დახმარების დამატებითი ჯგუფები მიემგზავრებიან.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თელავის რაიონში, ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილიზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ომალოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 სამაშველო ეკიპაჟი, ასევე, ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. თბილისიდან, ასევე, გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი.“-წერია განცხადებაში.

ამ ეტაპზე დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე და გზიდან ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიებები.

გავრცელებული ინფორმაციით  ავტომანქანაში 12  ადამიანი იმყოფებოდა.  პირველადი მონაცემებით  5 ადამიანმა მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში