ქედის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს შენიშვნები ძირითადად ეკონომიკური სამსახურის მუშაობაზე ჰქონდათ. ოპოზიციამ 30 არშემდგარ ტენდერზეც ისაუბრა, მათი თქმით პრობლემა სამუშაოს პროექტირებაშია. შენიშვნა გამოითქვა წყლის პრობლემებთან დაკავშირებითაც.
ოპოზიციამ ზამთრის დადგომამდე ოთხი საცხოვრებელი სახლის დროული შესყიდვა და ოჯახებისთვის გადაცემა მოითხოვა. ოპონენტების შენიშვნებს მმართველი გუნდში უპასუხეს. ეკონომიკური სამსახურის უფროსის განცხადებით, საცხოვრებლებს დეკემბრამდე შეისყიდიან. ტენდერია გამოცხადებული წყლის სისტემის რეაბილიტაციაზეც. რაც შეეხება ჩავარდნილ ტენდერებს სულიკო ბოლქვაძე ამბობს, რომ ეს სატენდერო პირობებში შესულ ცვლილებებს უკავშირდება.