სვანეთში, სტიქიის ზონა რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გადაკეტილია

26 ივლისი 2019, 13:36 1418 ნახვა

სვანეთში, სტიქიის ზონა რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გადაკეტილია.

სამართალლდამცველები, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ტერიტორიაზე არავის უშვებენ. ადგილზე მიმდინარეობს გაწმინდითი და საევაკუაციო სამუშაოები.

აჭარის ტელევიზიის  გადამღები ჯგუფი შეეცადა მოეპოვებინა ფოტოები ტერიტორიიდან, სადაც გუშინ სტიქია მძვინვარებდა. კადრებში ჩანს, თუ როგორაა მდინარის მიერ ჩამოტანილი შლამით დაფარული ავტომობილები. 

დაზიანებულია „წრნიაშიდან“ წყლის მიმღები ცენტრალური მაგისტრალის ორი მილი, რომლებიც ამარაგებენ დაბა მესტიას სასმელი წყლით, ამ დროისთვის დაბა მესტიის მოსახლეობის ნახევარზე მეტს სასმელი წყალი არ მიეწოდება.

გუშინ, 25 ივლისს რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, ლეხზირის ხეობაში, დიდი რაოდენობის ნატანი მასალის მესტიაჭალაში ჩადინებამ მდინარის ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა განაპირობა, დაიტბორა ჰესის ტერიტორია, დანგრეულია ხიდები.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში