პროკურატურამ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა

26 ივლისი 2019, 11:37 1492 ნახვა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, აღკვეთის რა ღონისძიებას - პატიმრობას თუ გირაოს მოითხოვენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმეს, მოსამართლეა ნინო ჩახნაშვილი განიხილავს. სასამართლოში პროცესი 16:00 საათზე ჩაინიშნა.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს ბრალი წარედგინათ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი