პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. ინფორმაცია, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს პარტიის წარმომადგენლებმა დაუდასტურეს.
საქმე ეხება 20-21 ივნისის მოვლენებს.
ირაკლი ოქრუაშვილი სავარაუდოდ 225-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ. უწყებაში 20:00 საათზე ბრიფინგია ჩანიშნული, თუმცა თემა არ კონკრეტდება.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 ივლისს გამოკითხეს.
გამოკითხვა 20-21 ივნისს ღამეს განვითარებული მოვლენებს ეხებოდა.
ირაკლი ოქრუაშვილმა მოგვიანებით ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოკითხვის დროს ხუმრობის ხასიათზე იყო. 20 ივნისის ღამეს კი პარლამენტში ხელფასის ასაღებად მივიდა.
20 ივნისის მოვლენების შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილი უცხოეთში წავიდა, რამდენიმე დღის წინ კი საქართველოში დაბრუნდა და რუსთავი 2-თან დაკავშირებით სასამართლო დავა დაიწყო. ოქრუაშვილის განცხადებით, ტელეკომპანიის წილებს ის ფლობდა.
წილების დაყადაღების მოთხოვნით სასამართლოსაც მიმართა, თუმცა უარი უთხრეს.