ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე

24 ივლისი 2019, 18:08 1761 ნახვა

მთავარი პროკურატურა ემსახურება ხელისუფლების, კონკრეტულად კი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს და ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება- ასე აფასებს ოპოზიცია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ პროკურატურის მიერ ბრალდების წაყენებას, მათი მოსაზრებით საეჭვოა ის თუ რატომ დაიწყო პროკურატურამ მოქმედება მაშინ, როცა მამუკა ხაზარაძემ ერთი კვირის წინ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ ისაუბრა. 

ამასთან ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ხელისუფლებას ანაკლიის პორტის პროექტზეც აქვს პირადი ინტერესები, ოპოზიციის მოსაზრება უსაფუძვლოდ და სპეკულაციად მიაჩნიათ უმრავლესობაში, აცხადებენ, რომ საქმეს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს და ის შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ სამართლებრივი კუთხით, პროკურატურა კი უკანონო შემოსავლის მიღების საქმეს, მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური მიზნების გახმაურებამდეც აწარმოებდა. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში