"მაინც ავაშენებთ!!!" — ეს არის თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის პირველი კომენტარი, რომელიც მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს დღეს ბრალი წარუდგინა.
თიბისი ბანკის დამფუძნებელმა სტატუსთან ერთად ანაკლიის პორტის შესახებ ინფორმაცია გააზიარა. მასალაში წერია, რომ ანაკლიის პორტის გენერალური მშენებელი უმსხვილესი ფრანგული კომპანია Eiffage გახდა.