მერიის მაღალჩინოსნები წინასწარ პატიმრობაში დატოვეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ, რამდენიმე წუთის, გამოაცხადა.
ადვოკატები ბრალდებულებისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდნენ. პროცესზე თქვეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები არ მიიმალებოდნენ და გამოძიებასთან ითანამშრომლებდნენ.
პროკურატურა კი შვიდივე დაკავებულის წინასწარპატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.
მერიის მაღალჩინოსნები დაახლოებით 2 თვის წინ საკუთარი კაბინეტებიდან აიყვანეს.
დაკავებულები არიან: ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე, ბათუმის ვიცე-მერი თენგო პეტრიძე, მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი ელგასლან (გოგა) ლომაძე, ბათუმის მერიის „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხინთიბიძე და ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი ბექა ხალვაში.
''იაფი სახლის'' პროექტს, რომელიც ვერ განხორციელდა და მილიონზე მეტი ლარი გაიფლანგა.