„აბიტურიენტების ქცევა ამ გამოცდებზე იყო სამაგალითო“ - სოფიო გორგოძე

24 ივლისი 2019, 12:15 1911 ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდები  დღეს  მაგისტრების გამოცდით დასრულდა.  საგამოცდო პროცესი ეროვნული ცენტრის დირექტორმა შეაფასა. სოფიო გორგოძის თქმით, გამოცდებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

„ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ კომფორტული  პირობები შეგვექმნა ყველა აბიტურიენტისთვის. ყველგან იყო გაგარილების სისტემა.  მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების მანქანა, სამაშველო სამსახური, საპატრულო პოლიციამ, დაცვის სამსახური“-განაცხადა სოფიო გორგოძემ.

მისივე თქმით იყო  მცირე ტექნიკური ხარვეზები, მაგრამ მათზე დროული რეაგირება მოხდა და პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.

პროცესის შეფასებისას გორგოძემ განსაკუთრებული აქცენტი აბიტურიენტებზე გააკეთა და მათ სამაგალითო ქცევისთვის მადლობა გადაუხადა.

„აბიტურიენტების ქცევა ამ გამოცდებზე იყო სამაგალითო. თითქმის არ იმსახურებდნენ  შენიშვნებს საგამოცდო პერსონალისგან. ეს არის ძალიან სასიხარულო, რადგან მიანიშნებს, რომ მათი შეგნება და პასუხისმგებლობის გრძნობა  არის საკმაოდ მაღალი. იციან მათი უფლებები და მოვალეობები. ვფიქრობ, რომ ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ის ცოდნა, რომელიც უნდა გამოავლინონ ამ საგამოცდო პროცესში“-თქვა ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში