იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრებაზე ანა დოლიძემ ჩუსტები მიიტანა.
მისი განცხადებით, საბჭოში გვიანობამდე მომდინარეობს გასაუბრება, ამიტომ კანდიდატებს კომფორტი უნდა შეექმნათ. საბჭოს არამოსამართლე წევრის თქმით, არასამუშაო საათებში გასაუბრებით შრომითი უფლებები ირღვევა.
„ჩემი კეთილი ნების გამოხატვით, მინდა გადავცე ეს საშუალება იმისათვის, რომ იუსტიციის საბჭოში თავი იგრძნონ როგორც სახლში. სავარაუდოდ, მათ შაბათ-კვირასაც დასჭირდებათ გასაუბრება. მგონი, ის პირობა მაინც უნდა შევუქმნათ, რომ ადამიანი ღამე რომ არის იუსტიციის საბჭოში კომფორტულად მოვიდეს აქ და რამდენიმე საათი გესაუბროთ. ზოგადად უნივერსალური ვიყიდე ქალებისთვისაც არის და კაცებისთვისაც“, – განაცხადა დოლიძემ
დოლიძის განცხადებას რეპლიკით გამოეხმაურა, საბჭოს წევრი, ვასილ მშვენიერაძე.
„უკაცრავად მაგრამ ზომები იცოდით?! მე,მაგალითად 44 ზომას ვიცვამ“, – მიმართა რეპლიკით მშვენიერაძემ.
საბჭოს მოსამართლე წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა კი დოლიძე და ჯანეზაშვილი, „დავალების შესრულებასა და სასამართლოს დისკრედიტაციაში“ დაადანაშაულა.
ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
ამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლევან თევზაძეს ესაუბრება. ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა.