“რუსთავი 2”-ის საქმე

23 ივლისი 2019, 21:23 1989 ნახვა

უპრეცედენტო საქმის აღსრულება მსჯელობის გარეშე გრძელდება - რუსთავი 2-ის წილების დაუყოვნებლივი გადაფორმების კანონიერება დღის წესრიგში კიდევ ერთხელ მხარეებისთვის სტრასბურგის გადაწყვეტილების ბეჭდური ვერსიის ჩაბარების შემდეგ დადგა.

ამაში კანონდარღვევას ვერ ხედავს სახალხო დამცველი, ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გასაჩივრებადი გადაწყვეტილება არ ითვლება ძალაში შესულად. სხვათაშორის გვარამიამ მესამე სექტორსაც მიმართა, არასამთარვოეებმა კი ამჯერად წერილი საერთაშორისო  ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის მისამართით გაავრცელეს - ყურადღებით დააკვირდნენ, საქართველოს მედიაპლურალიზმისთვის უმნიშვნელოვანეს პროცესს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში