''რუსთავი 2''-ის საქმე

23 ივლისი 2019, 18:06 2024 ნახვა

რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორი, იუსტიციის მინისტრს დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს, ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ ქიბარ ხალვაშისთვის ტელეკომპანიის ასე სწრაფად დარეგისტრირება უკანონოა და არასამთავრობო სექტორს საკითხით დაინტერესებას თხოვს. მისი თქმით,  ქონების დაკანონება არ უნდა მომხდარიყო, სანამ არ გასაჩივრდებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი უმაღლესი პალატა საბოლოო ვერდიქტს არ გააკეთებდა.

უმრავლესობაში განცხადებას მორიგ პროვოკაციას უწოდებენ და აღნიშნავენ,რომ აღსრულების შეჩერება გადაწყვეტილების მიღებიდან პირდაპირ შედის ძალაში. საკითხზე განმარტებები რუსთავი-2-ს ახალმა დირექტორმაც გააკეთა.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში