ქედაში დღეს საკრებულოს სხდომა გაიმართა, საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოში “პირადი გარჩევები” დაიწყო. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბაქარ ბარამიძემ საკრებულოს თავმჯდომარეს ამ სიტყვებით მიმართა: „მამაკაცები დავრჩეთ, შეკითხვები მაქვს“ და დარბაზიდან ქალების გასვლა მოითხოვა. საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ საკრებულოში „პირადი საკითხები“ განიხილეს და ქალების ყოფნა საჭირო არ იყო. ბაქარ ბარამიძის პარტიის წარმომადგენელი ტატიანა სირაბიძე კომენტარს არ აკეთებს, ხოლო დამოუკიდებელმა დეპუტატი ნარგიზ დიასამიძე ფაქტს გენდერულ დისკრიმინაციად არ მიიჩნევს. ქედის საკრებულოში ორი ქალია: დამოუკიდებელი დეპუტატი ნარგიზ დიასამიძე, და ტატიანა სირაბიძე-ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. დარბაზში აპარატის თანამშრომელი ქალებიც იმყოფებოდნენ.