ავარიის შედეგად საქართველოს უძლიერეს კაცთა ნაკრების წევრი გარდაიცვალა

23 ივლისი 2019, 13:16 3560 ნახვა

ავტოავარიის შედეგად საქართველოს უძლიერეს კაცთა ნაკრების ერთ-ერთი ტიტულოვანი ლიდერი, გიორგი დოინჯაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას,  საქართველოს უძლიერესი კაცისა და ძალისმიერი ფიტნესის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

დოინჯაშვილი ხარაგაულში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით  მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

 

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი