ვარშავაში სტაჟირებას აჭარიდან 12 მასწავლებელი გაივლის

23 ივლისი 2019, 12:01 1851 ნახვა

აჭარიდან 12 მასწავლებელი სტაჟირებას ვარშავაში გაივლის. საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლების ერთკვირიანი სტაჟირება  ვარშავის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრსა და ფონდში - "სკოლა კლასთან" ჩატარდება. სტაჟირება   22-დან 29 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს  მოიცავს.  

კონკურსის მეორე ეტაპი, გასაუბრება ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა. მასში 24 კონკურსანტი მონაწილეობდა. კანდიდატების შეფასების თემატიკა და   კრიტერიუმები წინასწარ იყო ცნობილი. კონკურსში გამარჯვებულია ბათუმის რვა საჯარო სკოლის,  ასევე დაბა ქედის, მახუნცეთის, ფერიის  და ჭარნალის სკოლების პედაგოგები.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი