იუსტიციის საბჭოში გასაუბრებას შალვა თადუმაძე და ზაზა თავაძე გაივლიან

23 ივლისი 2019, 11:09 1077 ნახვა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება განახლდება. გრძელდება. საბჭოს წევრები დღეს სამ კანდიდატს გაესაუბრებიან, ამ წუთებში კი გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს უსმენენ. მას მოუხდა განმარტებების გაკეთება  იმის შესახებ თუ რატომ ჰყავს კანდიდატად რეგისტრირების დროს მითითებული აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

როგორც შალვა თადუმაძემ განაცხადა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, ასევე დეპუტატ ირაკლი სესიაშვილთან რამდენიმეწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. მისივე თქმით, კობა კობალაძე მისი მეგობარია. შესაბამისად, თადუმაძის განმარტებით, სამივე ადამიანი არის ის ადამიანი, ვინც მასთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში ცნობებს კარგად ფლობს.

დღესვე საბჭოს წევრები გაესაუბრებიან  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძესა და  მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი თევდორაშვილს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში